დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო, მეცხრე დღეა, ძალზე ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგი დამთავრდა, გავეცანი უამრავ შესანიშნავ ადამიანს, გული მწყდება კიდეც ამ ადამიანებს ყოველდღე რომ ვერ ვნახავ, დღეს ერთმანეთის ნაშრომებს გავეცანით, შევაფასეთ და გამოვაქვეყნეთ კომენტარები, დიდი მადლობა ჩვენს პოზიტიურ ტრენერს, ქალბატონ ხათუნა რუსიეშვილს, ჩემს საინტერესო ჯგუფს ვუსურვებ წარმატებას.
понедельник, 16 июля 2018 г.
пятница, 13 июля 2018 г.
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღეს გადავხედეთ ჩვენს შექმნილ საქაღალდეს, ვიმუშავეთ ფასილიტაციის მასალების მომზადებაზე, დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, საბოლოოდ შევამოწმეთ ჩვენი ნამუშევარი. ძალზე საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო, უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს და მთელ ჯგუფს.
среда, 11 июля 2018 г.
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღეს ჩვენი ტრენინგის მეშვიდე დღეა, სამუშაო გარემო ძველებურად მშვიდი და საინტერესოა, დღეს ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე, გადმოვტვირთეთ ფაილი ამ თემაზე და გავეცანით რჩევებს, ვიმუშავეთ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით სასწავლო პროცესის დაგეგმვაზე, მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შევიტანეთ ცვლილებები სასწავლო პროექტის გეგმაში.დღემ ძალზე საინტერესოდ ჩაიარა.
понедельник, 9 июля 2018 г.
ტრენინგის მეექვსე დღე
დღეს ჩვენი ტრენინგის მეექვსე დღეა, ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე, შევქმენით სასწავლო ნიმუშები, ავტვირთეთ მოსწავლის ელექტრონული პრეზენტაცია, ვიმუშავეთ ბუკლეტის ნიმუშებზე, დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
среда, 4 июля 2018 г.
ტრენინგის მეოთხე დღე
დღეს ჩვენი მეოთხე სამუშაო შეხვედრა, გავეცანით შეფასების მიდგომებსა და კრიტერიუმებს, მოვამზადეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს
პრეზენტაცია, პრეზენტაციები გავაცანით აუდიტორიას, მოვისმინეთ შეფასებები, გავაკეთეთ ელექტრონული კომენტარი ერთმანეთის ნამუშევართან დაკავშირებით, ვფიქრობ, დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
პრეზენტაცია, პრეზენტაციები გავაცანით აუდიტორიას, მოვისმინეთ შეფასებები, გავაკეთეთ ელექტრონული კომენტარი ერთმანეთის ნამუშევართან დაკავშირებით, ვფიქრობ, დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
понедельник, 2 июля 2018 г.
ტრენინგის მესამე დღე
დღეს ჩვენი ტრენინგის მესამე დღეა, დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,
გადმოვტვირთე ეროვნული სასწავლო გეგმა და
ჩემს პროექტს მივუსადაგე მიზნები და მისაღწევი შედეგები.
შევავსე პროექტის მიზნები და შედეგები.
ასევე დავამუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.
воскресенье, 1 июля 2018 г.
ტრენინგის მეორე დღე
დღეს ჩვენი მეორე სამუშაო შეხვედრაა, შევქმენით საქაღალდეები, დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტზე, გავეცანით პუბლიკაციის ნიმუშებს, ვიმუშავეთ ბუკლეტების შექმნაზე. ჩემი აზრით, საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო.
пятница, 29 июня 2018 г.
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველ დღეს მონაწილეები გავეცანით ერთმანეთს, დავგეგმეთ მომავალი შეხვედრები, გავეცანით სხვადასხვა სასწავლო პროექტებს, შევქმენით ბლოგი, დღე საინტერესოდ დაიწყო, იმედი მაქვს, ყოველი დღე ნაყოფიერი და საინტერესო იქნება.
Подписаться на:
Сообщения (Atom)